საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ამბობს, რომ სახელმწიფო სექტორში ხელფასები ჩამორჩება კერძო სექტორში არსებულს. მან ამის შესახებ “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა, სადაც უპასუხა კითხვას ხელფასის ზრდის ძირითად მამოძრავებელ სექტორებზე.
“თუ დავაკვირდებით სექტორულ ანალიზს, სახელმწიფო სექტორში არსებული ხელფასები გარკვეულწილად ჩამორჩება კერძო სექტორში არსებულ ხელფასებს. თუ ეკონომიკური ზრდის პარამეტრებსაც შევხედავთ, სადაც მაგალითად ბოლო რამდენიმე წელია მკვეთრი ზრდები შეინიშნება ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, საფინანსო საქმიანობის სექტორში, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში. სწორედ ამ სექტორებშია საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი. განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა – ამ სექტორებში ხელფასები ყველაზე დაბალია”, – თქვა გოგიტა თოდრაძემ.
2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2,212 ლარს შეადგენს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…